2022-09-29 14:46:29, 7353 ნახვა
კულტურა/ ბლუმბერგი ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს
ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს დაეთმობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საიმიჯო კამპანიებს აქტიურად აწარმოებს წამყვან ტელეკომპანიებთან, რაც ხელს უწყობს ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას. წელს, რეგიონს სამიზნე ქვეყნებიდან 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-22 10:28:30 ზელენსკი- რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ოთხშაბათს არის დაგეგმილი 2025-07-22 10:24:43 რუსეთმა სუმისა და ოდესის საცხოვრებელ უბნები დაბომბა 2025-07-21 10:25:11 უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს 2025-07-20 20:59:47 ზელენსკიმ რუს ჟურნალისტ ლატინინას სანქციები დაუწესა 2025-07-20 12:29:15 ზელენსკი რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს სთავაზობს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
დღის თემა
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |