2025-04-07 12:44:07, 1891 ნახვა
სპორტი/ თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული სპორტის მხარდასაჭერად
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება; ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტულ აქტივობებში მათი ჩართულობის მუდმივი ხელშეწყობა. „დელტას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება და დაარსებიდან უახლოეს წლებში, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ა ლიგასა და სუპერლიგაში. 2019 წელს, „დელტას“ მოგებული აქვს სუპერლიგა. გუნდის ტიტულებს შორისაა, ასევე, დუდუ დადიანის მემორიალი და საქართველოს სუპერთასი. 2022 წლიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და „დელტას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ამ დროიდან, გუნდი უკვე გურჯაანის სახელით გამოდის. „დელტას“ გურჯაანში გამოჩენამ, დიდი ცვლილებები მოახდინა ქალაქისა და რეგიონის სპორტულ ცხოვრებაში. უპირველესად, აღსანიშნავია ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის შექმნა, სადაც ადგილობრივი მოზარდები სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და თამაშობენ. სუპერლიგის ბინადარი „დელტა“ საშინაო მატჩებს გურჯაანში თამაშობს, რაც დამატებით აცოცხლებს რეგიონის სპორტულ და სოციალურ ცხოვრებას. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „დელტა“ 6 ასაკობრივი გუნდითაა წარმოდგენილი: U22, U18, U16 (პირველი და მეორე გუნდები), U14 და U12 (NBA JR-ს გუნდი). წლევანდელ სეზონში, „დელტა“ წარმატებით ასპარეზობს საქართველოს თასის გათამაშებაში, სადაც უკვე ნახევარფინალურ ეტაპს მიაღწია. სუპერლიგაში კი, გურჯაანელები ფლეი-ოფში სათამაშოდ ემზადებიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |