2025-04-18 20:42:02, 1475 ნახვა
კომენტარი/ ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი - რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობს წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7-დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია. ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური - და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა, ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს. [...] ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში - ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი. ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100%-ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება. ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს, ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე - 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს, ეგ ვიცი". - წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |