2025-04-25 18:58:43, 1464 ნახვა
რეგიონი/
ხობში, სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ პირი კი დაშავდა. სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,