09:47 - 04 May, 2025
2025-04-26 12:25:01, 593 ნახვა

მსოფლიო/
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ახალ ყოვლისმომცველ შეთანხმებას ამზადებენ

აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გადადგამენ პრაქტიკულ ნაბიჯებს ახალი შეთანხმების დასადებად.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან კაია კალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე 90-95%-იანი შეთანხმება მიღწეულია:

„ბოლო წლებში ამ საკითხში სტაგნაცია იყო. დღეს ჩვენ კვლავ განვიხილეთ ეს საკითხი და შევთანხმდით, რომ შეთანხმების დასასრულებლად პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ. დარჩენილი ღია კითხვები ეკონომიკასა და ვაჭრობას ეხებოდა. შეთანხმება შესაძლოა შემდეგ ეტაპზე კიდევ უფრო გაფართოვდეს.“

ევროკავშირი აზერბაიჯანს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ბაქოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ენერგომომარაგების უზრუნველყოფაში.

კაია კალასმა ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics