2025-04-30 13:21:38, 2009 ნახვა
სპორტი/ ხვიჩა კვარაცხელია - მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია
უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ფრანგულ კლუბზე, მწვრთნელზე, თანაგუნდელებსა და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ და გუნდის მიზნებზე ისაუბრა. 24 წლის ფეხბურთელი არ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოპოვების მოლოდინშია.
„ჩვენ ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელი გვყავს, სწორედ ამან გვაქცია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გუნდად“, – თქვა პარიზელთა თავდამსხმელმა, როდესაც მისი გუნდი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩისთვის ემზადებოდა. კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ „ნაპოლიდან“ იანვარში შეუერთდა, თუმცა ქართველი საქმეს სწრაფად შეუდგა და უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.
„რთულია, როდესაც გუნდს შუა სეზონში უერთდები, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო ცოტაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგად შევძელი, რაც პერსონალის, მწვრთნელების, კლუბის და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დამსახურებაა. ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც მიგიღებენ და გაგრძნობინებენ, თითქოს მათთან დიდი ხანია ხარ. პარიზში გულშემატკივრების მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა – აქ ისე გექცევიან, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და გააცნობიერო, თუ რამდენად ღირებული მოთამაშე ხარ“.
„მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, მოთამაშე უფრო მეტად ცდილობს, რომ უკეთესად ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ექცევა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |