2025-05-10 13:54:45, 456 ნახვა
კორონავირუსი/ ფრიდრიხ მერცი - გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას
გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას, თუ კრემლი მდგრად ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს. მერცის თქმით, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი კიევში ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. რუსეთს მოვუწოდებთ, არ შეუშალოს ხელი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენთვის ნათელია, სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო თავდასხმითი ომი და უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება განვითარდეს, როგორც სუვერენული ერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-29 21:05:58 უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით 2025-05-28 20:10:18 გერმანია უკრაინას ხუთი მილიარდი ევროს ოდენობის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს 2025-05-28 17:28:38 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას თუ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება 2025-05-26 13:43:41 რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა 2025-05-25 15:04:08 უკრაინამ გაანადგურა რუსული სამხედრო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |