2025-05-15 01:14:39, 1367 ნახვა
სხვადასხვა/ ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 16 წელი გავიდა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 16 წელი გავიდა. 2009 წლის 15 მაისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მუშაობა დაიწყო, ონლაინ მედიის ერთ-ერთმა წამყვანმა საშუალებამ. "ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" დაარსებიდან 16 წელი გავიდა! გავუძელით უამრავ გამოწვევას, პოლიტიკურ კატაკლიზმებს, ხელისუფლების ცვლილებას, დარბევებს ჟურნალისტების დაზიანებას საპროტესტო აქციებზე, ვიყავით და ვართ იქ სადაც ამბავი ხდება. ათიათასობით ერთგულ მკითხველს მადლობას ვუხდით ერთგულებისთვის და დაფასებისთვის! იმედია, რომ კვლავაც აირჩევთ "ექსპრესნიუსს". " - წერია კომპანიის მოკლე შეტყობინებაში. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ თავის ვებ-გვერდზე ხელოვნური ინტელექტის მომსახურება დაამატა. ამიერიდან სააგენტოს მკითხველები ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ ახალ ამბებს მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე. AI იღებს და თარგმნის ახალ ამბებს ოთხი წამყვანი საინფორმაციო საშუალებიდან. „ეხო კავკაზა“ არის მედიასივრცე, რომელიც ითვალისწინებს კავკასიის რეგიონის ახალ ამბებსს, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ის მიწვდება ინფორმაციას ადამიანებზე, მოვლენებზე და ისეთ თემებზე, რაც ამ რეგიონში ხდება. "ექსპრესნიუსმა" იმ დროისთვის დაამკვიდრა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, ფაქტი და კომენტარი გაყო ერთმანეთისაგან, რათა მკითხველს უფრო კარგად განესხვავებია მოსაზრებ ფაქტისგან. მკითხველის ინტერესებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ზრუნავენ, რომლებიც საკუთარი წყაროებისგან 24 საათის განმავლობაში იღებენ და ავრცელებენ ინფორმაციებს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. სხვადასხვა კვლევით, არაერთი ანგარიშით, რომლელიც გავლენიან და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს აქვთ გავრცელებული „ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ რჩება, სანდო, ოპერატიულ და დაბალანსებულ მედია საშუალებად. მას ენდობიან, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მაღალი კლასის მენეჯერები. მკითხველები. „ექსპრესნიუსი“ 14 წელია აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდება. არის ახალი ამბების ეპიცენტრში და ცდილობს მკითხველმა მიიღოს, სწრაფი და დაბალანსებული ინფორმაცია. მაღალი ნდობა, ასევე მზარდი რეიტინგი განსაზღვრავს იმას, რომ ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი ფინანსურადაც დამოუკიდებელია და სარეკლამო შემოსავლებით ირჩენს თავს. სააგენტოსთან პარტნიორობენ, საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური, საქმიანი ადამიანები. ბანკები, ფარმცევტული კომპანიები სხვაასხვა სარეკლამო კომპანიები. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიიუსის“ ვებ–გვერდი დამზადებულია თანამედროვე სტანდარტებით, რომელიც ამერიკულ და ევროპულ მედიაში გვხვდება. ვებ–გვერდი მჭიდროდ არის ინტეგრირებული სოციალურ მედიასთან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |