10:16 - 13 Jun, 2025
2025-05-17 12:48:30, 1205 ნახვა

სხვადასხვა/
Tbilisi Pride - სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს

Tbilisi Pride 17 მაისთან, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს. 

ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ წელს, 17 მაისს საქართველო ლგბტქ თემის "საგანგაშოდ გაუარესებული უფლებრივი მდგომარეობით" ხვდება.

"საერთაშორისო ლგბტქ ორგანიზაცია ILGA-ს მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშიც ადასტურებს - ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოების ინდექსში ევროპის 49 ქვეყნიდან, საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. ეს 2013 წლიდან მოყოლებული ისტორიული მინიმუმია". - წერს ორგანიზაცია.

Tbilisi Pride წერს, რომ საქართველოში ლგბტქ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას ხელი ქართული ოცნების ატორიტარულმა მმართველობამ შეუწყო. 

"ლგბტქ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის საგანგაშო უკუსვლა ქართული ოცნების მიერ მიღებული სიძულვილზე დაფუძნებული ანტი-ლგბტქ კანონითა და ავტორიტარული მმართველობითაა განპირობებული. ჯერ კიდევ არჩევნების გაყალბებამდე და მასობრივი ტერორის წარმოებამდე, ფაშისტურმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, ქვიარ თემი გაექრო ყოველგვარი საჯარო თუ კერძო სივრციდან, უფლებადაცვითი დოკუმენტებიდან, ხელოვნებიდან თუ კულტურიდან; დაეკანონებინა სიძულვილი, დევნა, ცენზურა და ჩაგვრა.

ქართული ოცნების მმართველობის დასაწყისიდან დღემდე, ქვიარ თემი ყოველწლიურად ვხდებოდით სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული ჩაგვრისა და ძალადობის სამიზნე. ეს ძალადობა არასდროს იყო ქართველი ხალხის ნება, არამედ, სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, წაეხალისებინა ძალადობრივი ჯგუფები.

ჩვენ გვესმის, რომ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა დღეს განუყოფელია საერთო სახალხო ბრძოლისგან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთმანეთის გაძლიერებით, ერთად დგომითა და ურთიერთსოლიდარობით შევძლებთ ავტორიტარიზმის დამარცხებას. ამიტომ, დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს, რადგან ჩვენ ყველაზე პირველმა გამოვცადეთ, რას ნიშნავს, იდევნებოდე, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი". - წერს ორგანიზაცია.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. 17 მაისს საპატრიარქო, წლებია, "ოჯახის სიწმინდის" დღეს უწოდებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics