10:20 - 13 Jun, 2025
2025-05-31 14:07:48, 655 ნახვა

საზოგადოება/
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქო ავტომობილი შეეჯახა. ორივე მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics