2025-06-01 10:06:44, 1729 ნახვა
სხვადასხვა/ მიხეილ ყაველაშვილი - ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ. ჩვენი ვალია, შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ“, – წერს ყაველაშვილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-17 15:14:23 უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრად იულია სვირიდენკო დაამტკიცა 2025-07-17 09:45:13 ევროკავშირის ბიუჯეტი უკრაინის მხარდასაჭერად 100 მილიარდ ევროს გამოყოფს 2025-07-16 10:19:22 თავდასხმა ვინიცაზე: დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა 2025-07-15 09:42:05 გერმანია აშშ-სგან უკრაინისთვის ორ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს 2025-07-14 10:29:52 ტრამპი მოსკოვამდე მიღწევად რაკეტების უკრაინაში გადაცემის შესახებ განაცხადებს - Axios: ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
დღის თემა
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |