2025-06-02 21:39:11, 517 ნახვა
კორონავირუსი/ კრემლი - ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს
რუსეთი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს, - ამის შესახებ დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმშია ნათქვამი, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს: „პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს“. რუსული მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს. ასევე, უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს. დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. „ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისო იურიდიული აღიარება. საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე ორმხრივი უარი. რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა“, - ნათქვამია რუსული მხარის მემორანდუმში. შეგახსენებთ, დღეს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-04 22:06:08 CSIS: რუსეთმა ომში 1 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ კი - 400 ათასი 2025-06-04 21:50:17 ნატო პუტინის უკრაინაზე შურისძიების მოლოდინშია 2025-06-04 10:09:51 რუსეთმა ხარკოვს რაკეტებით და დრონებით დაარტყა - ქალაქში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა 2025-06-03 16:12:43 უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყეს 2025-06-03 14:46:37 უკრაინის პრეზიდენტი - რუსეთმა სუმი დაბომბა, არიან დაღუპულები ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
დღის თემა
![]() რუსეთის სამხედრო განადგურება - როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთის სტრატეგიული საჰაერო ბაზების დაბომბვა
მთავარი თემა
![]() |