2025-06-05 16:04:44, 546 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია. თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების შექმნასა და მენეჯმენტს უკავშირდება. თიბისი კამპუსმა შემძინა რწმენა, რომ გონივრული იდეა არასოდეს უნდა დარჩეს განუხორციელებელი. სწორი დაგეგმარებისა და მოტივაციის პირობებში, ინვესტიციის მოპოვება და იდეის რეალობად ქცევა, სრულიად შესაძლებელი ხდება“. თიბისის გუნდის სპეციალისტების და მოწვეული პროფესიონალ ლექტორებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, თეორიულ ცოდნასთან ერთად, კამპუსის კურსდამთავრებულებს, აძლევს შესაძლებლობას, დარგში არსებული მაღალი კონკურენციის მიუხედავად, გაუმკლავდნენ თანამედროვე საბაზრო გამოწვევებს, დასაქმდნენ და მათთვის საინტერესო იდეები რეალობად აქციონ. როგორც ნუგო აღნიშნავს: „კურსი, რომელიც გავიარე ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენისგან მათი წარმატების ისტორია, რჩევები და მიდგომები მოვისმინეთ, რაც პირადად მე, საკუთარ საქმეში ძალიან დამეხმარა. კურსი იმდენად მომეწონა, რომ თიბისი კამპუსის ახალ ნაკადსაც შევუერთდი და ტექნოლოგიური პროექტების მართვის კურსზე ვაპირებ სწავლას“. ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების. თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |