2025-06-06 10:46:59, 465 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკსა და TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი განაგრძობს აგრო სექტორის ხელშეწყობას და ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკსა და აგროტექნოლოგიურ პლატფორმა TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. TelAgri ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ხოლო თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს აგრო სექტორის განვითარებას ინდუსტრიული კვლევების, ერთობლივი სერვისებისა და პროდუქტების შემუშავების გზით. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ მიმართულებებზე:
„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა მრავალი წელია, პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TelAgri-სთან თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრო სექტორის განვითარებაში და რისკების შემცირებაში. ამასთან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ გავაძლიერებთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული ფერმერისთვის ახალ შესაძლებლობებს შევქმნით“, - აცხადებს ნინო აფციაური, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი. “ტელაგრში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა აგრობიზნესს უფრო ეფექტურსა და მომგებიანს ხდის — როგორც ფერმერებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სწორედ ამ რწმენით შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაღებიდან მიღებულ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის. ჩვენი პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ სანდო ინფორმაცია საკუთარი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბანკებს — მიიღონ გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. გვწამს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის სტანდარტების განვითარებასა და გაუმჯობესებას - რეგიონის, კულტურისა და ჯიშის სპეციფიკის გათვალისწინებით. შედეგად, ფერმერები და ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ მოლოდინების უფრო ეფექტიან მართვასა და აგრობიზნესების მომგებიანობის ზრდას“, — აცხადებს ირაკლი ჩიქავა, ტელაგრის თანადამფუძნებელი და CEO.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |