2025-06-06 13:24:49, 341 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს და ფრილანსერებს, შესაძლებლობა აქვთ, ველი ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნონ. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას ინდივიდუალური მეწარმეები 1 თვის განმავლობაში, 2025 წლის 6 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში შეძლებენ. იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა აღნიშნული პირობით ისარგებლონ, აუცილებელია, გადახდა თიბისის ბიზნესბარათით განხორციელდეს. თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივის მიზანია, ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა იმისთვის, რომ მარტივად მიიღონ წვდომა სხვადასხვა საჭირო ინვენტარზე, აღჭურვილობასა თუ ტექნიკაზე, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იყვნენ “ერთი ნაბიჯით წინ”. “ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. კარგად გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ. ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობას და მათ, უახლოეს პერიოდში, კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტს თუ მომსახურებას შევთავაზებთ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე , ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3 .
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |