2025-06-08 15:54:28, 620 ნახვა
საზოგადოება/ მარნეულის ეპისკოპოსის თქმით, “მოქმედი მთავრობის წევრი“ მის მოწამვლას გეგმავდა
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ამბობს, რომ "დღევანდელი მოქმედი მთავრობის წევრი" "დავერბოვკებული" მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს ისაუბრა. მისი თქმით, პიროვნება, რომელზეც საუბრობს, უშიშროების უწყების წარმომადგენელია. "მე ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე რაღაცები გახმაურდა თქვენს [მრევლს] შორის და სამწყსოში, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამაზე, პერსონიფიცირებისაგან მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა... ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას, ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ... ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, პრივატული საუბრები და ეს პიროვნება ჰყავდათ ე.წ. არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ, უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის - დავერბოვკებული, არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამ ყველაფრისგან... 1 წლის განმავლობაში აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ მას, ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. აი, ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, თავისი დაცვასთან ერთად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ყველანაირი პროვოკაცია და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ კიდევ ბევრი რაღაც გახდება ჩემთვის ცხადი", - ამბობს ის.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |