2025-06-09 12:04:51, 356 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკის ბიზნესკურსები გუნდის ეფექტური მართვისა და ლიდერობისთვის
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, წლების განმავლობაში ქმნის და ავითარებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობის დაწყება ან ზრდა სურს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა Businesscourse.ge, რომელმაც 2018 წლიდან ათობით ათას მომხმარებელს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის მიღების შესაძლებლობა მისცა. პლატფორმაზე ხელმისაწვდომი კურსების შინაარსი მუდმივად ახლდება — ქვემოთ მოცემული კურსები კი ფოკუსირებულია ლიდერობაზე, გუნდის ეფექტიანად მართვასა და თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე. თითოეული ბიზნესკურსი მზადდება გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობით და ნებისმიერ მსურველისთვის დისტანციურად არის ხელმისაწვდომია აუთსორსინგის შესაძლებლობები თუ გსურთ, რომ თქვენი ყურადღება ბიზნესის სტრატეგიულ ამოცანებზე გადართოთ, ხოლო დანარჩენი ფუნქციების შესრულებაში პროფესიონალური დახმარება მიიღოთ, აუთსორსინგი თქვენთვის შესაფერისი არჩევანია. ამ კურსში ისწავლით, როგორ გადაწყვიტოთ რომელი ამოცანების გადაცემა ღირს გარე გუნდებისთვის, რა სარგებელს გაძლევთ ეს მიდგომა და როგორ უზრუნველყოთ ამ ტიპის პროექტების ეფექტური მართვა. კურსის ავტორია მაია შიშნიაშვილი, საკონსულტაციო კომპანია Innova-ს მმართველი პარტნიორი. დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან. მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესში თანამშრომელთა მენტალური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება კომპანიის პროდუქტიულობასა და გუნდის საერთო კლიმატზე. ამ კურსში ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ:
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან. მომსახურების მართვა ეფექტური მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტული უპირატესობაა. ამ კურსით ისწავლით, როგორ განავითაროთ მომსახურების ხარისხი, როგორ მართოთ მომსახურე პერსონალი და როგორ დანერგოთ მომსახურების მართვის სტრატეგიები კომპანიაში. ამასთან, გაეცნობით მომსახურების 7 ოქროს წესს, რომელიც მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად აუცილებელია. კურსის ავტორია პაატა პაპავა, კომპანია TeamBoat-ის მმართველი პარტნიორი. დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან. ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში ცვლილებების ეფექტური მართვა ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. კურსში ისწავლით, როგორ მოამზადოთ ორგანიზაცია ცვლილებებისთვის, როგორ გადალახოთ წინააღმდეგობები და როგორ გამოიყენოთ ცვლილება როგორც ზრდის შესაძლებლობა. კურსს უძღვება თინათინ რუხაძე, გამოცდილების მქონე მენეჯმენტის კონსულტანტი და ლიდერობის ტრენერი. დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |