11:13 - 13 Jun, 2025
2025-06-09 15:01:55, 312 ნახვა

სამართალი/
სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის ადმინისტრაციული განხილვა მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედია მენეჯერის,  მზია ამაღლობელის საქმის ადმინისტრაციული განხილვა მიმდინარეობს. 

დღეს მოსამართლე მარია ფიგაევმა უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა კანონი, როცა 12 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერი გააკრა წარწერით - "იფიცება საქართველო".

აღსანიშნავია, რომ ეს საქმე სასამართლოში, ბათუმის პოლიციამ აპრილის ბოლოს შეიტანა. 

მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული სახდელი უკვე აქვს შეფარდებული, "ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 2000 ლარით დააჯარიმეს, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მედია მენეჯერი  პოლიციელებს  შეურაცხყოფას აყენებდა.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, მეორე პოლიტიკური მდივანი, საიმონ კუკი ესწრება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics