11:11 - 13 Jun, 2025
2025-06-09 18:36:29, 454 ნახვა

საზოგადოება/
ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ორი კი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.

შედეგად მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი, ახალგაზრდა კაცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები,პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics