12:52 - 13 Jun, 2025
2025-06-10 11:43:37, 409 ნახვა

მსოფლიო/
რუსეთში გაუჩინარებულ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებენ

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო („როსავიაცია“) იაკუტიაში გაუჩინარებულ მსუბუქ მრავალფუნქციურ „ან-2“ ტიპის თვითმფრინავს ეძებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენიცაა ჩართული.

კომპანია „მიან“-ის კუთვნილი თვითმფრინავი ფრენას ტომპონსკის რაიონის ტყეების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებდა.

„როსავიაციის“ ცნობით, საავარიო რადიოსიგნალი იაკუტიაში გააქტიურდა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება, მათ შორის ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics