11:55 - 13 Jun, 2025
2025-06-10 13:37:39, 373 ნახვა

მსოფლიო/
ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა იყო - არის მსხვერპლი

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში სროლა მოხდა, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების განცხადებით, 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF-ი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

შემთხვევის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics