2025-06-10 13:45:58, 389 ნახვა
მსოფლიო/ ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანი უკრაინას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს
ვიქტორ ორბანი უკრაინას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „მას არ ესმის, რომ ამას გაცილებით სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება: უნგრეთის საზოგადოების რადიკალიზაცია და ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება. ის ამით პუტინს სამსახურს უწევს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვიქტორი სერიოზულ ისტორიულ შეცდომას უშვებს. ეს ჩემი პირადი აზრია. თუ ის სათანადო ურთიერთობისთვის მზად არის, მაშინ ჩვენ ამისთვის სამუშაო ჩარჩოს ვიპოვით. მაგრამ, როგორ შეიძლება, რომ არჩევნებისთვის ჩემი სახე გამოიყენოს? მე მისთვის ამის გაკეთების ნებართვა არ მიმიცია. მე სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. სხვა ქვეყნებში ორბანის ბილბორდები არ არის, რადგან ეს ეთიკური არ იქნებოდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, არ იცოდა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 2024 წლის ივლისში კიევში ვიზიტის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრებოდა. „მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ამის ჩემთვის თქმა შეეძლო. ის სტუმრად ჩამოდის, ომის დასრულების შესახებ საუბრობს და შემდეგ რუსეთში მიდის. იცოდნენ თუ არა რუსებმა ამის შესახებ? ალბათ დიახ. მან წინასწარ იცოდა რასაც აკეთებდა. არის ეს გულწრფელი ურთიერთობა? არა, არ არის. მას შეუძლია სადაც უნდა იქ წავიდეს, ის სუვერენული ქვეყნის ლიდერია, მაგრამ ის წავიდა ომზე სასაუბროდ, რომელიც ჩვენ, უკრაინელ ხალხს გვეხება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი, გასულ თვეში უკრაინასა და უნგრეთს შორის მომხდარ ე.წ. ჯაშუშურ სკანდალსაც გამოეხმაურა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელის გამოაშკარავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რასაც უნგრეთმა ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინელი დიპლომატების გაძევებით უპასუხა. „ბუდაპეშტმა უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა ათობით სხვადასხვა გზის საშუალებით სცადა. ამის შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ. ჩვენ ჯერ კიდევ ომამდე შევაჩერეთ ზაკარპატიის ოლქში პასპორტების უკანონო დარიგება. ამ საქმეებს ჩუმად განვიხილავდით. რატომ გავასაჯაროვეთ ეს საქმე? ჩვენ უნგრეთის ტერიტორიაზე უნგრეთის სამხედრო ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (KNBSZ) მიერ ორგანიზებული სხვადასხვა შეხვედრების შესახებ დამატებითი ფოტო და ვიდეო მასალა გვაქვს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვაქვეყნებთ. რატომ სურდათ უნგრელებს ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ სად განვათავსეთ უკრაინა-უნგრეთის სასაზღვრო ოლქში S-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა? მათ სწორედ ეს აინტერესებდათ. არ ვამბობ, რომ ბუდაპეშტს რაღაც სურს, მაგრამ თუ მას არაფერი სურს, მაშინ ვისთვის აგროვებს ინფორმაციას? მე ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, როგორი რეაქცია გექნებოდათ ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავით? ვიქტორს არ ვადანაშაულებ, მე უნგრეთის სამხედრო ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ვადანაშაულებ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |