2025-06-10 14:34:12, 379 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებაზე "AI ფინანსებში" 18 ნომინაციაში ჯილდო მიიღო
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards-ის გამარჯვებულები გამოაცხადა. დაჯილდოებების პირველივე რაუნდში საქართველოს ბანკმა როგორც საცალო, ისე კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურების მიმართულებით, ჯამში 18 ჯილდო მიღო, რაც ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით ბანკის ლიდერობას ადასტურებს. Global Finance-ის ინიციატივა ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გარდამტეხი როლის აღიარებას ისახავს მიზნად. დაჯილდოების პროგრამა CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. „Global Finance სიამაყით აცხადებს პირველი AI In Finance Awards-ის გამარჯვებულებს. ჩვენი 38-წლიანი სარედაქციო გამოცდილება და მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოების 26-წლიანი ისტორია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს ინოვაციური ინიციატივა წარმოვადგინოთ“ – განაცხადა გამოცემის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსებში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სწორედ ახლა ყალიბდება მისი მომავალი. AI In Finance Awards ხელს შეუწყობს მის განვითარებას და გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბებას”, — დასძენს იგი. „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა. ტექნოლოგიის მეშვეობით მარტივ, სწრაფ და პერსონალიზებულ გამოცდილებას ვქმნით როგორც საცალო, ისე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ეს ჯილდოები არის ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, ინოვაციების დანერგვისადმი მუდმივი სწრაფვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის დასტური“, – აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს ბანკმა საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით – 14 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა: ქვეყნის ქვეკატეგორიები:
რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):
საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:
კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურებაში კი ბანკმა 4 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში დაიმსახურა:
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |