2025-06-10 20:00:37, 474 ნახვა
მსოფლიო/ ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ უნდა გადავდგათ აქტიური ნაბიჯები წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს პალატების გასათავისუფლებლად და კათოლიკოსის ახალი არჩევნების ორგანიზებისთვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებისთვის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს გათავისუფლებისა და ახალი საკათალიკოსო არჩევნების მოწყობის მიმართულებით. მოცემულ ეტაპზე ჩვენ უნდა შევქმნათ საკოორდინაციო ჯგუფი დღის წესრიგის საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად“, – წერს ფაშინიანი. მისი განცხადებით, საკოორდინაციო ჯგუფში შეიძლება, შევიდნენ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები, როგორც მოქალაქეები, ისე სასულიერო პირები, რომლებსაც მთელი გულით სწამთ ქრისტესი, ერთხელ მაინც აქვთ წაკითხული ბიბლია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც დაიცვეს დიდი მარხვა, ყოველდღე ლოცულობენ და სჯერათ, რომ წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს განახლების დღის წესრიგი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ინტერესებს, სომეხი ხალხისა და სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო ჯგუფის პირველ ათ წევრს ის თავად აირჩევს. შემდგომში ჯგუფი თავისი გაფართოების წესებს, სტრუქტურას და სხვა საკითხებს თავად განსაზღვრავს. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გარეგინ II-ს დარღვეული აქვს უქორწინობის აღთქმა და მას შვილი ჰყავს. ფაშინიანის მტკიცებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის კანონიკური სამართლის თანახმად, გარეგინ II არ შეიძლება, ყოფილიყო ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და არ შეიძლება, იყოს კათოლიკოსი. „ეს ფაქტია და ყველაფრის უარყოფას თუ შეეცდება, მე ამას საჭირო ფორმატში დავამტკიცებ“, – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |