2025-06-10 20:09:36, 480 ნახვა
მსოფლიო/ მარკ რუტე - უკრაინის NATO-ში გაწევრიანება “შეუქცევადია“
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება "შეუქცევადი" პროცესია, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ასახული თუ არა NATO-ს მომდევნო სამიტის კომუნიკეში. ამის შესახებ რუტემ ლონდონში, Сhatham House-ის პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა. "უკრაინის შეუქცცევადი გზა NATO-ს წევრობისკენ ადგილზეა და ვფიქრობ, სამიტის შემდეგაც ასე იქნება. კომუნიკეში იქნება ეს ასახული თუ არა, ვფიქრობ, არ არის რელევანტური, რადგან ის, რაზეც წარსულში შევთანხმდით კვლავ ძალაშია" – ამბობს რუტე. NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ჰააგაში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მასზე დასაწრებად უკრაინაც მიიწვიეს. 2 ივნისს რუტემ თქვა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამის შესახებ რუტემ ვილნიუსში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი. თუმცა, უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა თქვა, რომ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთისთვის "სამართლიანი შეშფოთების" მიზეზია და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი დღისწესრიგში არ დგას. "ვფიქრობ, ეს სამართლიანი შეშფოთებაა და ამას არაერთხელ ვამბობდით. ისევე როგორც ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე არ დევს და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ამბობს. მე შემიძლია ოთხი ქვეყანა დაგისახელოთ NATO-ში. NATO-ში გაწევრიანებისთვის 32-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. და უკვე ვნახეთ ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ ამის შესახებ დარწმუნებულები არ არიან". - აღნიშნა კელოგმა. კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ვლადიმერ პუტინს წერილობითი გარანტია მისცეს იმის შესახებ, რომ NATO აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს თავად ტრამპის გადასაწყვეტია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |