2025-06-11 10:57:01, 227 ნახვა
მსოფლიო/ რუსეთი აცხადებს, რომ კიევი სოხუმში ტერაქტს გეგმავდა
რუსული სააგენტო ТАСС წერს, რომ რუსეთის უშიშროებისა [ФСБ] და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა. ФСБ-ის ინფორმაციით, უკრაინის სპეცსამსახურის დავალებით აეროპორტის თანამშრომელს სურდა “მტრისთვის აეროპორტისა და მის მიმდებარედ მდებარე დახურული სადგომის გეგმის გადაცემა, რომელიც ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების მისაღებად გამოიყენებოდა. აღნიშნული გეგმა შეიძლებოდა გამოყენებულიყო ტერაქტის განსახორციელებლად, ბომბის დამონტაჟებით”. სააგენტოს ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო განყოფილებამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა “აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა)”. „დადგენილია, რომ ის საიდუმლოდ თანამშრომლობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელთან და მისი მითითებით გადასცემდა ინფორმაციას სოხუმის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებული სამუშაოების შესახებ, სადაც იგი საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა“. ამასან, რუსული სააგენტო წერს, რომ „დაკითხვისას მან აღიარა, რომ თანამშრომლობდა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან, მიაწოდა ინფორმაცია შესრულებულ დავალებებზე და იმ მიზნებზე, რაც მას დაესახა — კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ მონაცემების შეგროვება რესპუბლიკაში“. უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლმა „პიატნაშკის“ მეთაურმა ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ “უკრაინა გეგმავდა ტერაქტის მოწყობას სოხუმში, რადგან აფხაზეთი რუსეთის ნამდვილი მოკავშირეა და ღიად უჭერს მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”. ამის შესახებ ავიძბამ ТАСС-თან საუბარში თქვა. „აფხაზეთი არის რუსეთის ნამდვილი მოკავშირე, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი და ღიად აგზავნის საკუთარ ვაჟკაცებს საერთო რუსული სამყაროს დასაცავად. ამიტომაც უკრაინისა და საქართველოს რეაქცია გასაგებია. მადლობა ღმერთს, რომ სამსახურები ფხიზლად არიან და რეაგირებენ“. მანამდე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საზოგადოებრივ ურთიერთობათა ცენტრმა განაცხადა, რომ ФСБ-ს თანამშრომლებმა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად დააკავეს სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა – “დაკითხვისას მამაკაცმა განაცხადა, რომ საკუთარ კურატორებს VIP-პარკინგზე აფეთქების მოწყობა შესთავაზა”.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |