2025-06-11 13:05:10, 286 ნახვა
პოლიტიკა გიგი წერეთელი - საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია
![]() ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ აცხადებს, რომ საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი აცხადებს. მისი ინფორმაციით, ბრიუსელში გამართული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაზე, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს. „საქართველოს მეგობრებისთვის ნათელია, რომ ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლის უაღრესად სახიფათო ტალღის წინაშეა, რაც გამოიხატება ერთპარტიული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურ დევნაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აგრესიულ რეპრესიებში. პოლიტიკურმა ასამბლეამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნულია,რომ დრაკონული კანონების მიღება - როგორიცაა „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი - ასახავს ავტორიტარულ ტაქტიკას, რომელიც მიმართულია კრიტიკოსების დადუმებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვისკენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. მისი თქმით, EPP მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები, არამარტო არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვა ავტორიტარული ქმედებების გამო არ უნდა შეიწიროს. „ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ დასრულდეს რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, განახლდეს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზის მხარდაჭერა, ხოლო თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ქართველი ხალხი შეძლებს პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევას და დემოკრატიული კურსის აღდგენას. ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაუჭიროს მხარი ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის“, - აცხადებს წერეთელი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |