2025-06-11 14:35:13, 229 ნახვა
მსოფლიო/ უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინაში, ჩატარებული რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 1 212 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამშობლოში დააბრუნეს იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იბრძოდნენ. შტაბში განმარტავენ, რომ ცხედრები დააბრუნეს შტაბის თანამშრომლების, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებული ცენტრის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგად. მათ ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გაუწია „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |