10:37 - 13 Jun, 2025
2025-06-11 14:49:58, 339 ნახვა

საზოგადოება/
ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, იზოლატორი დატოვა

აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

ცნობისთვის, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს აქვს შეფარდებული.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics