12:14 - 13 Jun, 2025
2025-06-11 15:26:48, 248 ნახვა

პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - ოპოზიციონერ კოლეგებს ვთხოვთ, ვიმსჯელოთ, რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს

პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, არ აპირებს, საჯაროდ უპასუხოს უსაფუძვლო ბრალდებებს და მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა კოლეგებმა ერთად იმსჯელონ, რა როლი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს სამომავლო ბრძოლაში.

„არ ვაპირებ, საჯაროდ ვუპასუხო ისეთ საკითხებს, რომლებზეც მე და ჩემი პარტია ვითხოვთ მსჯელობას. ბოლო დღეებია, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს და უფრო სწორი იქნება, რომ ვთხოვთ მათ, ვიმსჯელოთ თვითმმართველობის როლზე დიდი წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც აქამდე მოიტანა პოლიტიკური კრიზისის ვითარებამ საქართველოში. ვიმსჯელოთ, რა ფუნქცია და როლი შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს. შესაბამისად, მე მესმის იმ ადამიანთა ემოციების, ვისაც დღეს მე ვეძახი მრგვალ მაგიდასთან ღიად, პირდაპირ ამ თემებზე სამსჯელოდ. ვიღაცას უნდა, რომ ბრალდების ფორმა მისცეს. ვერ ვიტყვი, რომ დიდ პატივს ვცემ ასეთ გამოსვლებს, უბრალოდ, არ ვპასუხობ. სჯობს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ და ერთიანად მივიღოთ გადაწყვეტილება, რა როლი და ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობის არჩევნებს სამომავლო ბრძოლაში“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics