12:18 - 13 Jun, 2025
2025-06-11 17:28:28, 405 ნახვა

მსოფლიო/
დონალდ ტრამპი - ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლონდონში, აშშ-სა და ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართული ორ-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია.

ტრამპმა განმარტა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და მის მიერ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აშშ მიიღებს საჭირო იშვიათ მინერალებს, ხოლო ჩინელი სტუდენტები ამერიკულ სასწავლებლებში სწავლას შეძლებენ.

„ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია და პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჩემი მხრიდან საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება. სრული მაგნიტები და ყველა საჭირო იშვიათი მინერალი წინასწარ იქნება მოწოდებული ჩინეთის მიერ. ასევე, ჩვენ ჩინეთს მივაწვდით იმას, რაც შეთანხმებული იყო, მათ შორის ჩინელი სტუდენტების მიერ ჩვენი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების გამოყენება. ჩვენ ვიღებთ 55%-იან ტარიფს, ჩინეთი კი - 10%-იანს. ურთიერთობა შესანიშნავია!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics