12:19 - 13 Jun, 2025
2025-06-11 17:41:19, 380 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს

„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უნგრულ მხარესთან, გამოცდილების გაზიარება მომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

“დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები, უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს .

უნგრეთს აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო, როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით.

ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ეს თემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს.

უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორული მიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული, ძალიან სასარგებლოა და საინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებით მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics