2025-06-11 21:57:05, 429 ნახვა
საზოგადოება/
პროტესტის 196-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
პროტესტის 196-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, საიდანაც ჩვეულებისამებრ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,