12:13 - 13 Jun, 2025
2025-06-12 10:42:12, 126 ნახვა

პოლიტიკა
საია - პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო საქმეთა წარმოება წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და მსუსხავ ეფექტს ქმნის.

საია-ს განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან აღნიშნული მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, „რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.

„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი.

საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics