2025-06-12 10:52:19, 148 ნახვა
პოლიტიკა პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, -ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციის - „ევროპა არის…? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“ შესახებ. „ევროპის მომავლისადმი მიძღვნილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზებისთვის საქართველოს უნივერსიტეტის მადლიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ევროპულ საკითხებზე მომუშავე წამყვანი მკვლევარებისა და მეცნიერების შეკრება მოახერხა. როგორც იცით, დღევანდელი სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება, ის უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, ამიტომ ევროპასაც სჭირდება ცვლილება, ევროპას სჭირდება ადაპტაცია და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქ, თბილისში, წამყვანი მკვლევარები და მეცნიერების ჯგუფი იმყოფება, რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ იქნება ევროპის მომავალი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხმის გაზიარებაც შემიძლია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. „როგორც ყველამ ვიცით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთი-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი ადაპტაცია უნდა მოახდინოს ევროპამ საერთაშორისო კონტექსტში. ამ ორდღიან მნიშვნელოვან აზრთა გაცვლას მოუთმენლად ველი და მიხარია, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |