2025-07-22 23:26:57, 11176 ნახვა
High - Tech/ Google-მა 2000-ზე მეტი რუსული YouTube ანგარიში წაშალა
ინტერნეტ გიგანტმა Google-მა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მან რუსეთთან დაკავშირებული 2000-ზე მეტი YouTube არხი წაშალა. კომპანიის ცნობით, წაშლილი ანგარიშები სხვადასხვა ენაზე აქვეყნებდა კონტენტს, რომელიც პრორუსულ დღის წესრიგს უჭერდა მხარს და აკრიტიკებდა უკრაინას, ნატოს და დასავლეთის ქვეყნებს, წერს CNN. ანგარიშების წაშლა Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფის მუშაობის ნაწილი იყო, რომელიც პასუხისმგებელია გლობალური საინფორმაციო კამპანიებისა და „კოორდინირებული გავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. გარდა ამისა, Google-მა მეორე კვარტალში ჩინეთთან დაკავშირებული 7,700-ზე მეტი არხი დაბლოკა. ეს არხები ჩინურ და ინგლისურ ენებზე აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც ჩინეთის დადებით იმიჯს უწევდა ხელს, მხარს უჭერდა პრეზიდენტ სი ძინპინს და კომენტარს აკეთებდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე. YouTube-ის პრორუსული კონტენტის დაბლოკვის პოლიტიკა გაძლიერდა რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ. პირველებს შორის დაიხურა RT და GTRK Grozny არხები. ასევე წაიშალა ფედერალური არხები, „დუმა ტელევიზია“ (სახელმწიფო დუმის ოფიციალური არხი), ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვის არხები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას ბრიფინგები, ვიდეოები „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის, დიზაინერ არტემი ლებედევის, ბლოგერ დიმიტრი პუჩკოვის (გობლინი) და სხვების მონაწილეობით. 2024 წელს YouTube-მა რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის BesogonTV არხი წაშალა, დაბლოკა 40-ზე მეტი რეგიონალური VGTRK არხი, მომღერალ შამანის, პოლინა გაგარინას, გრიგორი ლეპსის და ოლეგ გაზმანოვის არხები.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |