|
2026-02-01 23:35:15, 16516 ნახვა
High - Tech/ Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ღირებულ ბრენდად დასახელდა
Brand Finance Global 500 - 2026 ანგარიშის მიხედვით, Apple მსოფლიოში ყველაზე ღირებულ ბრენდად დასახელდა. კომპანიის ბრენდის ღირებულება 607.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე და მესამე ადგილები Microsoft-მა და Google-მა დაიკავეს. შემდეგ მოდიოდნენ Amazon, Nvidia, TikTok, Walmart, Samsung, Facebook და State Grid. ქვეყნებს შორის პირველი ადგილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა: რეიტინგში შემავალი 500 ბრენდიდან 192 ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნის. მათ მოსდევენ ჩინეთი (68 ბრენდი), იაპონია და საფრანგეთი (თითოეული 33-33), გერმანია (26) და გაერთიანებული სამეფო (25). ბრენდის ღირებულების ყველაზე დიდი ზრდა (+239%) ფინტექ კომპანია Revolut-მა დააფიქსირა, ხოლო ყველაზე დიდი კლება (-35.8%) Tesla-მ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-11 10:18:06 ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა 2026-06-10 09:21:48 უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს 2026-06-09 10:04:38 რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. 2026-06-08 12:33:58 გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს 2026-06-08 12:21:41 ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

