|
2026-03-28 12:14:34, 383 ნახვა
მსოფლიო/ ბალტიისპირეთის პორტებზე უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობის ექსპორტის 40% პარალიზება გამოიწვია
რუსეთის ნავთობის ექსპორტის თითქმის ნახევარი შეწყდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ წარმატებული დარტყმები განახორციელა უსტ-ლუგასა და პრიმორსკის პორტებზე. იტყობინება Reuters. ნავთობის ინდუსტრიის ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ რუსულმა ნავთობკომპანიებმა მყიდველები გააფრთხილეს ფორსმაჟორის გამოცხადების საფრთხის შესახებ, რაც უკრაინის მიერ პორტებზე თავდასხმების გამო მოხდა. გამოცემის წყაროებმა დააზუსტეს, რომ უსტ-ლუგას პორტში ნავთობის ჩატვირთვა შეჩერებულია ოთხშაბათიდან, 25 მარტიდან. „როიტერის“ ერთ-ერთმა წყარომ დასძინა, რომ უსტ-ლუგას ტერმინალში ნავთობის ჩატვირთვა შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე არ განახლდეს. თავდასხმების შედეგად დაზიანდა პრიმორსკის პორტიც, თუმცა, ჟურნალისტების თქმით, ნავთობისა და საწვავის ჩატვირთვა ნაწილობრივ განახლდა ხუთშაბათს, 26 მარტს. ბაზრის მონაცემებზე დაფუძნებული „როიტერის“ გამოთვლებით, რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრის მინიმუმ 40% უკრაინული დრონების თავდასხმების გამო უმოქმედოა. შეგახსენებთ, რომ 25 მარტის ღამეს, უკრაინულმა ძალებმა დრონით დაარტყა უსტ-ლუგას პორტში ნავთობტერმინალს. თავდასხმას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ნავთობის ჩატვირთვის პლატფორმები და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემცველი საცავის ფერმა დაბომბეს. 23 მარტს, უკრაინულმა დრონებმა ასევე დაბომბეს პრიმორსკის პორტში ნავთობტერმინალი. 27 მარტს, ღამით ორივე პორტი კვლავ დაბომბეს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

