04:05 - 02 Apr, 2026
2026-03-31 11:26:10, 147 ნახვა

საზოგადოება/
Stamba Hotel-ში სტუმარმა აფხაზეთის ომზე მიძღვნილი ფოტო გადახატა

ocmedia_caucasus- ის ცნობით, Stamba Hotel-ში სტუმარმა ქართველი მხატვრის, ლია შველიძის ნამუშევარი, რომელიც აფხაზეთის ომს ეძღვნებოდა, გადახატა და გადაღება. 

გამოცემა ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ სტუმარმა ეს "ქართულ ხელოვნებასთან დიალოგად" ახსნა.

შემთხვევა 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის მარტში მოხდა. სტუმარი, რომელიც სოციალურ ქსელებში ლოლა ბიბსის სახელით არის ცნობილი, საკუთარ სოციალურ გვერდზე თავადვე აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ გადახატა სასტუმროს ნომერში გამოფენილი ნამუშევარი. 

ნამუშევარი - "პატრიოტები ომში არიან" - მხატვარმა ლია შველიძემ 1990-იან წლებში შექმნა და აფხაზეთის ომს მიუძღვნა. მან მომხდარს "დანაშაული და ვანდალიზმის აქტი" უწოდა და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა თავად დეტალებს არ ფლობს, რადგან ნამუშევარი აღარ ეკუთვნის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics