|
2026-03-31 16:31:18, 213 ნახვა
პოლიტიკა ჯაღმაიძე რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე: მსგავსი ჩარევა წარმოუდგენელი, სრულად შეუძლებელია
ფორმულამ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს განმარტებისთვის კითხვით მიმართა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, წარმოუდგენელია". პასუხი სრულად: "მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის წარმოუდგენელია და მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი", - ამბობს ის. *** რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. რუსეთის დაზვერვა ამტკიცებს, რომ ბართლომეოსს სურს ისარგებლოს ილია მეორის გარდაცვალებით და "თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია". დაზვერვა ირწმუნება, რომ ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებად განიხილავს - "დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი).
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-03-28 11:53:27 რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი 2026-03-24 23:12:36 დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა 2026-03-24 22:31:34 რუსებმა ლვოვში ბერნარდინის სამონასტრო კომპლექს, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი დაბომბეს - ვიდეო 2026-03-24 19:03:21 ზელენსკიმ ომის კიდევ სამი წლით გასაგრძელება ბრძანა 2026-03-18 10:42:54 ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

