04:05 - 02 Apr, 2026
2026-03-31 23:24:26, 302 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა და გაყიდა

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ 2025 წელს ოთხი მანქანა იყიდა და ხუთი გაყიდა.

"კახა კალაძემ 2025 წელს $294,900 და €135,313 ღირებულების 4 ავტომანქანა იყიდა, რომლებიც მალევე გაყიდა.

  • 200,000 აშშ დოლარად ნაყიდი FERRARI 296 GTB დედაქალაქის მერმა ყიდვიდან 20 დღეში იმავე ფასად გაყიდა;
  • 94,900 დოლარად შეძენილი LAND ROVER DEFENDER კი ყიდვიდან 10 დღეში გაასხვისა, ასევე, იმავე ფასად;
  • 41,750 ევროდ ნაყიდი MINI JCW კალაძემ ყიდვიდან 4 თვეში გაყიდა 36,750 ევროდ;
  • 93,563 ევროდ ნაყიდი BMW M4 მერის ცოლმა ყიდვიდან 11 თვეში 74,000 ევროდ გაყიდა.
  • კიდევ ერთი მანქანა - MERCEDES-BENZ AMG კალაძემ 2024 წლის სექტემბერში იყიდა 150,000 აშშ დოლარად; ყიდვიდან 6 თვეში კი ეს მანქანა მან 200,000 აშშ დოლარად გაყიდა.

მთლიანობაში, 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო $494,900 და €110,750." - წერია სტუდია მონიტორის გავრცელებულ ცნობაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics