|
2026-05-01 13:32:43, 13048 ნახვა
კულტურა/ თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა. მსოფლიო ჯაზის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამოები 29-30 აპრილს გაიმართა. მასში ქართველი, ფრანგი და ამერიკელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. პირველ საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და სპეციალური სტუმარი აშშ-დან კენი ვაშინგტონი, ასევე, ბიგ-ბენდის სოლისტები - მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ეკა დოლიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ასევე ჯგუფი The Georgian Six. ხოლო 30 აპრილს გამართულ კონცერტში ფრანგი ვოკალისტი მელვინ ტრევისი მონაწილეობდა. შესრულდა ბიგ-ბენდის მუსიკოსების - კახი ჯაგაშვილის, დინი ვირსალაძის, ოთარ მაღრაძის, რომა რცხილაძისა და დავით ქოიავას საავტორო ნაწარმოებები. ჯაზის საერთაშორისო დღე - 30 აპრილი, UNESCO-ს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს ჯაზის, როგორც დიალოგის, თავისუფლებისა და ურთიერთგაგების ხელოვნების პოპულარიზაციას. ამ დღეს, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უკვე მეცხრე წელია უერთდება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-11 10:18:06 ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა 2026-06-10 09:21:48 უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს 2026-06-09 10:04:38 რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. 2026-06-08 12:33:58 გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს 2026-06-08 12:21:41 ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

