|
2026-05-20 01:37:11, 8704 ნახვა
სპორტი/ „არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი. ეს პრემიერ ლიგის 37-ე ტურის შემდეგ მოხდა, რომელშიც „მეთოფეებმა“ „ბარნლის“ დაუპირისპირდნენ, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთს“ ფრედ დაასრულა (1-1). „არსენალმა“ ბოლოს ჩემპიონატი 2003/2004 წლების სეზონში მოიგო მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით. „არსენალმა“ 82 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონი გახდა. „მანჩესტერ სიტი“ 37 მატჩის შემდეგ 78 ქულით მეორე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ტიტულის მოგების ყველა შანსი დაკარგა. გათამაშების 38-ე ტურის ფარგლებში, მიკელ არტეტას გუნდი „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება. თამაში 24 მაისს, ლონდონში, „სელჰერსტ პარკზე“ გაიმართება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-11 10:18:06 ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა 2026-06-10 09:21:48 უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს 2026-06-09 10:04:38 რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. 2026-06-08 12:33:58 გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს 2026-06-08 12:21:41 ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

