|
2026-06-06 16:20:43, 2819 ნახვა
სამართალი/ აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩი, რომელსაც აშშ სანქციებისგან თავის არიდებასა და ფინანსურ დანაშაულებში ადანაშაულებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) დახმარებით ჩაატარეს. მას ბრალი ედება დანაშაულებრივ საქმიანობაში დახმარებაში, დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებაში. რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის, ევა მერკაჩოვას თქმით, საქართველოს სასამართლომ კურაშკევიჩს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. იგი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეს ბრალი ედება ეკონომიკურ დანაშაულებში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში. აშშ მის ექსტრადიციას ითხოვს. დაკავება ინტერპოლის ორდერისა და FBI-ის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ჟურნალისტები იუწყებიან, რომ საქმე შესაძლოა ავიაციის ინდუსტრიისთვის კომპონენტების ექსპორტ-იმპორტს უკავშირდებოდეს. აღნიშნულია, რომ კურაშკევიჩი საქართველოში ტურისტად ჩამოვიდა და ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რუსი ქალის შეერთებულ შტატებში შესაძლო ექსტრადიციის საკითხი შემდგომი სამართლებრივი პროცედურების დროს გადაწყდება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-11 10:18:06 ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა 2026-06-10 09:21:48 უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს 2026-06-09 10:04:38 რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. 2026-06-08 12:33:58 გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს 2026-06-08 12:21:41 ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

