12:02 - 13 Jun, 2026
2026-06-09 11:58:28, 1315 ნახვა

მსოფლიო/
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია კიევს E3 ფორმატში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში დაეხმარებიან. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა დიდ ბრიტანეთთან ერთად ევროპული ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე მუშაობს.

„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ეს ჩვენ გვჭირდება და დიდ ბრიტანეთს სჭირდება“, - აღნიშნა მან.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ E3-ის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

ადრე ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან მოლაპარაკებები გამართა და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics