|
2026-06-12 10:32:29, 419 ნახვა
სხვადასხვა/ ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
ტაილანდის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნის (რამა X) უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ფაჩარა კიტიაფა, ბანგკოკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სამეფო ოჯახის ბიურომ განაცხადა. ბიუროს ცნობით, „სამედიცინო პერსონალის მხრიდან ფრთხილი და ყურადღებიანი მოვლის მიუხედავად“, პრინცესას მდგომარეობა „თანდათან გაუარესდა“. „2026 წლის 11 ივნისს, ხუთშაბათს, საღამოს 7:48 საათზე, იგი მშვიდად გარდაიცვალა 47 წლის ასაკში, მეფე ჩულალონგკორნის მემორიალურ საავადმყოფოში, რომელსაც ტაილანდის წითელი ჯვრის საზოგადოება მართავს“, - ნათქვამია განცხადებაში. განმარტებულია, რომ იგი „გულის დაავადების გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში 2022 წლის 15 დეკემბრიდან“. 2022 წლის დეკემბერში ფაჩარა კიტიაფამ გონება დაკარგა ძაღლების წვრთნის დროს პაკ ჩონის რაიონში, ნახონ რატჩასიმას პროვინციაში, ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ქალი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო როდესაც მისი მდგომარეობა სტაბილიზდა, ის ბანგკოკში, მეფე ჩულალონგკორნის მემორიალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ წლების განმავლობაში პრინცესას სიცოცხლე ხელოვნური სუნთქვის აპარატებით ინარჩუნებდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-11 10:18:06 ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა 2026-06-10 09:21:48 უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს 2026-06-09 10:04:38 რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. 2026-06-08 12:33:58 გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს 2026-06-08 12:21:41 ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

