|
2026-06-12 21:22:08, 853 ნახვა
პოლიტიკა პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
„საქართველოსთვის“ წევრებმა ადრე დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ გაქცეულ ხელმძღვანელს. იგი გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ჟურნალისტმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა: „პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს აინიცირებს, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუსკვოს აღდგენას ითვალისწინებს“. კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრები ისეთ თემებს წამოწევენ, რომლებიც მათ წინააღმდეგაა მიმართული. „მგონი, ეს ხალხი, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან ამათ დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლებითაც თავიანთ თავს აზიანებენ, მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიცირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია და სწორედ გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ეხება. გიორგი გახარია მხილებულია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, მისი ხელმძღვანელობით იყო. მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება, გაქცეულია ეს ადამიანი და მაინცდამაინც რატომ აყენებენ ეს ადამიანები ამ საკითხებს? სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? რა რა და, საქართველოში აზრი, რომელიც გაცდენილია გონივრულობას და გადადის შეურაცხყოფაში, ფართოდ მოიპოვება ჩვენი მედიის სპექტრში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-11 10:18:06 ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა 2026-06-10 09:21:48 უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს 2026-06-09 10:04:38 რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. 2026-06-08 12:33:58 გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს 2026-06-08 12:21:41 ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

