2026-06-13 07:09:59, 87 ნახვა
სპორტი/
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
მძიმე წონაში მსოფლიო აბსოლიტური ჩემპიონი კრივში, ალექსანდრ უსიკი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ამის შესახებ, პოსტი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწისა და კომუნიკაციების მრჩევლის, მარგო მარტინისმა გამოაქვეყნა.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში მსოფლიო მძიმე წონაში ჩემპიონ ალექსანდრ უსიკთან ერთად“.
მარტინმა ასევე გამოაქვეყნა მათი შეხვედრის ფოტო, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაამხილა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,