10:40 - 27 Apr, 2025
2020-07-20 22:51:41, 5510 ნახვა

ეკონომიკა/
როგორ გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები მარტივად

კომუნალური გადასახადები ის ფინანსური ვალდებულებაა, რომელიც ყველა ოჯახს

ყოველთვიურად ეხება. ჩვენ ყველა ყოველთვე ვფარავთ დავალიანებას, რომელიც
მოხმარებული ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის თუ სხვა აუცილებელი
ხარჯებისგან შედგება. გარდა ამისა, ყოველთვიურ გადასახადებს ემატება
სატელეკომუნიკაციო ხარჯებიც, როგორიცაა ინტერნეტი და ტელევიზია. იმისათვის, რომ
გადასახადების გადახდა მარტივი და კომფორტული იყოს, შეგვიძლია თიბისი ფეის
სწრაფი გადახდების სისტემა გამოვიყენოთ. ყოველთვიური გადასახადებისთვის ბანკის
გრძელ რიგში დგომა საჭირო არაა, როცა ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად,
დისტანციურადაა შესაძლებელი.

ერთი სივრცე ყველა გადახდისთვის

თიბისი ფეის სისტემა წარმოდგენილია როგორც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სახით,
ასევე ვებ-გვერდით და მობილური აპლიკაციით. მომხმარებელს სრული თავისუფლება
აქვს აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი ფორმა და საშუალება, გადაიხადოს ნაღდი
ფულით ან საბანკო ბარათით. ყველა მათგანს კი საერთო ნიშანი აქვთ - ერთი სივრცე
ყველა გადახდისთვის. თიბისი ფეის სისტემაში წარმოდგენილია 1000-ზე მეტი
კომპანიის 1000-მდე სერვისი. არ აქვს მნიშვნელობა რისი გადახდა გსურთ - აქ
ყველაფერია!
კომუნალური გადასახადები თიბისი ფეიზე ერთ-ერთი პოპულარული და ხშირად
გამოყენებადი სერვისია. მთლიანობაში თიბისი ფეიზე კომუნალური სერვისის 46
პროვაიდერია წარმოდგენილი. ძებნის გამარტივების მიზნით, სისტემაში გადასახადები
კატეგორიის მიხედვითაა დაყოფილი - ელ.ენერგია, წყალი, დასუფთავება და ბუნებრივი
აირი. გარდა ამისა, აქ იპოვით დეველოპერული კომპანიების მიერ შექმნილ
საცხოვრებელ უბნებსაც, რომელთა კერძო კომუნალურ დავალიანებასაც ერთ ადგილას,
ერთ სივრცეში გადაიხდით.
ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის ყოველთვიური გადასახადები კი ერთად არის
წარმოდგენილი. თიბისი ფეიზე 91 კომპანიის სერვისის გადახდას შეძლებთ. აქ იპოვნით
ქსელურ საკაბელო ტელევიზიებს, ინტერნეტის და ტელევიზიის პროვაიდერებს და
სატელეფონო მომსახურების კომპანიებს. სატელეკომუნიკაციო დავალიანების
დაფარვას თიბისი ფეიზე ერთი კლიკით, ერთ სივრცეში მოახერხებთ.
მნიშვნელოვანია რომ თიბისი ფეის აპლიკაცია, მაგთის და სილქნეტის
აბონენტებისთვის, მობილური ინტერნეტის ამოწურვის პირობებშიც მუშაობს. რაც იმას
ნიშნავს, რომ ინტერნეტის გათიშვის პირობებში სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ
გადაიხადოთ, დაფაროთ დავალიანება და მომენტალურად ჩაართვევინოთ ინტერნეტი.

თიბისი ფეის სასარგებლო ფუნქციები

თიბისი ფეის სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს არაერთი საჭირო და
სასარგებლო ფუნქციით შეუძლია სარგებლობა. მაშინ როცა ყველა ადამიანი დროის
დაზოგვასა და მეტი კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებულად
აუცილებელი ხდება ყოველთვიური რუტინული გადასახადების ორგანიზებულად
გადახდა და ბანკში სიარულისგან გამოწვეული დისკომფორტის თავიდან არიდება.
თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. აქ ყველა საჭირო
ფუნქცია წინასწარ გათვლილი და გათვალისწინებულია. თქვენი ფინანასების
დისტანციურად განკარგვა თიბისი ფეის აპლიკაციით მარტივი და მოსახერხებელია.
აპლიკაციის ერთი საჭირო ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს ცხოვრებას კიდევ უფრო
გაუმარტივებს, დავალიანების შესახებ შეტყობინებაა. ნუ დაიღლით ფიქრით თავს, თუ
როდის გაქვთ დავალიანების დაფარვის ბოლო ვადა. თიბისი ფეის დახმარებით, თქვენ
არასოდეს დაგავიწყდებათ როდის და რა დავალიანება გაქვთ დასაფარი და შესაბამისად
არ გექნებათ შიში, რომ როდისმე მოულოდნელად ბუნებრივი აირის თუ ელ. ენერგიის
გარეშე დარჩებით.
თიბისი ფეიზე შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა გადასახადის შაბლონები და ამით
თავიდან აირიდოთ ყოველ ჯერზე აბონენტის ნომრის თუ სხვა საჭირო მონაცემების
ხელახლა შეყვანა - გადაიხადეთ სწრაფად და დროის კარგვის გარეშე. შექმნილ
შაბლონებზე, სმს შეტყობინება თქვენს მობილურ ნომერზე მოგივათ დავალიანების
მოსვლისთანავე.
თიბისი ფეის სისტემა საშუალებას გაძლევთ დაამახსოვროთ და საჭიროების
შემთხვევაში ამობეჭდოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. გარდა ამისა,
სისტემაში რჩება გადახდების ისტორია, სადაც ყოველთვის შეძლებთ წინა გადახდების
ნახვას და ხარჯების უკეთ კონტროლს.
დისტანციური სერვისისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს ან გადმოწეროთ
აპლიკაცია თქვენი მობილურისთვის.
გადმოსაწერი ბმული iOS სისტემისთვის App Store-დან;
გადმოსაწერი ბმული Android სისტემისთვის Play Store-დან.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics