|
2026-05-29 14:23:57, 2376 ნახვა
პოლიტიკა სარჯველაძე: პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების მიზეზი არ არსებობს
ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს ყველა სერვისი მიეწოდება. მისი თქმით, "საგანგაშო დასკვნების გამოტანის საფუძველი არ არსებობს". "ნებისმიერი პაციენტი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდება. გარკვეული ფაქტორებიდან, მათ შორის პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე, ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი კონტროლზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის არანაირი მიზეზი არ არსებობს. რაკი თვითონ აქვს სურვილი, რომ გადიოდეს მკურნალობის, დაკვირვების კურსს, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში აბსოლუტურად მოიხსნება ნებისმიერი კითხვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთს არ არის რაიმე საჭიროება გამოკვეთილი", - 1TV-ის ცნობით, ამის შესახებ მიხეილ სარჯვლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. *** გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ფორმულასთან მისი ძმა გიგლა ლოცულაშვილი ამბობს, რომ პაპუნა კლინიკაში თავბრუსხვევით გადაიყვანეს და მან ორჯერ დაკარგა გონება. გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. ამის შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-21 00:59:36 უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს 2026-06-20 11:27:57 ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა 2026-06-20 10:55:12 ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს 2026-06-19 09:52:21 პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა 2026-06-19 08:59:19 ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

